საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ბათუმი არენაზე ინგლისი 3:2 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ გიორგი მამარდაშვილმა კომენტარი გააკეთა.
“კარგი და დაძაბული მატჩი გამოდგა, როგორც ჩვენთვის, ალბათ ასევე ინგლისელებისთვისაც. მატჩი ამხანაგური იყო, მაგრამ საერთოდ არ იგრძნობოდა, რომ ამხანაგურ მატჩს ვთამაშობდით. სტადიონზე კარგი ატმოსფერო იყო და გულშემატკივარს მინდა მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო”, – განაცხადა მამარდაშვილმა.
საქართველო, რუმინეთთან ერთად, 2023 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძელია და ტურნირში მასპინძლის სტატუსით ითამაშებს.





