აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ოლიმპიურ ჩემპიონებთან და საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის წევრებთან ერთად ჩაქვის ძალოსანთა ბაზის მშენებლობა დაათვალიერა.
2022 წლის გაზაფხულზე ქართველი ძალოსნები ვარჯიშს თანამედროვე სტანდარტების კომპლექსში გააგრძელებენ. ბაზა მოიცავს სავარჯიშო დარბაზს, მოსასვენებელ სივრცეს, საკონფერენციო დარბაზს, სასტუმრო ზონას.
ასევე, ქობულეთში იწყება ახალი სპორტული კომპლექსის და სარაგბო სტადიონის მშენებლობა.





