საქართველოს ნაკრებმა შინ ბათუმში ბევრისთვის მოულოდნელად შვედეთის ნაკრები ხვიჩა კვარაცხელიას დუბლით 2:0 დაამარცხა.
გავლენიანმა სპორტულმა სააგენტომ “433”-მა სოციალურ ქსელ Instagram-ში ჯვაროსნების გამარჯვების შესახებ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა:
„შვედეთის მსოფლიო ჩემპიონატის იმედებმა დიდი დარტყმა მიიღო საქართველოსთან მარცხის შემდეგ“, – წერია 433-ის პოსტში

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა.






