საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი ნაიოლი ჩვენს გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩში სათადარიგო სკამიდან ვერ უხელმძღვანელებს. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, ინფორმაცია კი შვედურმა მედიამ გაავრცელა.
შესაბამისად, შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ სანიოლს დარიგებების გაცემა ტრიბუნიდან მოუწევს.
სკანდინავიური მედიის ინფორმაციით, მას საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი ყვითელი ბარათი აქვს მიღებული, რამაც დისკვალიფიკაცია გამოიწვია. ამის გამო, დღევანდელ მატჩში საქართველოს ნაკრებს მოედანზე სანიოლის ასისტენტი, ზურაბ ხიზანიშვილი გაიყვანს.
რაც შეეხება ფრანგი სპეციალისტის ყვითლებს, სანიოლმა პირველი ბარათი „დინამო არენაზე“ გამართულ საქართველოსა და ესპანეთის მატჩზე მიიღო, მეორე კი ბოლო ტურში, კოსოვოს ნაკრების წინააღმდეგ დაიმსახურა.





