საქართველოს ნაკრების 20 წლის ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი უკრაინის ჩემპიონატის Ua-football.com-ის ვერსიით მე-14 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა რუხის “ლვოვს” ულამაზესი გოლი გაუტანა და თავისი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
გიორგიმ უკრაინის ჩემპიონატის 2021/2022 წლის გათამაშებაში პირველი გოლი გაიტანა, რომელიც ჩერნომორეცულ გუნდში მისთვის სადებიუტო აღმოჩნდა.
ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ამჟამად საქართველოს ნაკრებთან ერთად ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის ემზადება.





