უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე 23-წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძემ ნახევარფინალში გიორგი ჩიქოვანი დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.
ილიამ პირველ წრეში დაისვენა, 1/4 ფინალში შვეიცარიელ მეტოქეს სძლია, ნახევარფინალში კი თანამემალულე გიორგი ჩიქოვანს მოუგო და ფინალში გასვლის უფლება მოიპოვა.
გიორგი ჩიქოვანის მეტოქე მესამე ადგილის მოსაპოვებლად ფრანგი სპორტსმენი იქნება, ილია სულამანიძე კი ფინალში მასპინძელ ძიუდოისტს დაეჭიდება.







