UFC-მ იუთუბში მერაბ დვალიშვილის მეგობრებთან ალჯამეინ სტერლინგთან და ალ იაკინტასთან ერთად საქართველოში მოგზაურობაზე სპეციალური ფილმი გაავრცელა. ფილმში ასახულია, თუ როგორ ატარებენ საქართველოში დროს UFC-ის მებრძოლები.
30 წლის მერაბ დვალიშვილი თავის სოციალურ ქსელში აღნიშნულ ფილმს გამოეხმაურა:
“ეს მხოლოდ პატარა ნაწილია იმ ლამაზი წუთების ამსახველი რაც საქართველოში გავატარეთ ამ ზაფხულს. მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც გვხდებოდა საქართველოში გამოხატავდა სიყვარულს და სტუმართმოყვარეობას…” – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.








