თორნიკე ოქრიაშვილი ჯანმრთელობის პრობლემის გამო “აპოელს” ბოლო მატჩებში ვერ დაეხმარა, ახლახანს კი ვარჯიშს დაუბრუნდა. მან გუნდთან ერთად სრულფასოვნად ივარჯიშა.
29 წლის ქართველ ფეხბურთელს ვირუსი შეხვდა, რის გამოც მან ორი თამაში გამოტოვა.
კვიპროსის ჩემპიონატის შემდეგ ტურში 6 ნოემბერს “აპოელი” “აელს’ დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრები კი 11 ნოემბერს შვედეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევზე უმასპინძლებს.





