ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მატჩში თბილისის “საბურთალომ” შინ თბილისის “დინამო” მიიღო და მინიმალური სხვაობით 0:1 დაამარცხა.
მატჩის 30-ე წუთზე ნოდარ ქავთარაძემ სტუმრები დააწინაურა, მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუპოვა.
დღეს, ჩემპიონატის ლიდერიმა ბათუმის “დინამომ” სტუმრად “სამტრედიას” წინააღმდეგ მარცხი იწვნია და ცხრილში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. ბათუმის “დინამოს” 31 ტურის შემდეგ 64 ქულა აქვს, თბილისის “დინამო” 60 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება. ხვიჩა შუბითის გუნდი კი ეროვნულ ლიგაში მე-4 ადგილს იკავებს.
მომდევნო ტურში, კახა ცხადაძის გუნდი შინ “თელავს” მიიღებს, თბილისის “საბურთალო” კი ბათუმის “დინამოს” დაუპირისპირდება.





