24 ოქტომბერი ფეხბურთის დღესასწაულია. ამ დღეს ესპანეთში ერთ-ერთი ისტორიული დაპირისპირება ელ-კლასიკო გაიმართება. კარლო ანჩელოტიმ მატჩის წინ მადრიდის “რეალის” ტელევიზიასთან მცირე კომენტარი გააკეთა:
”მე აღფრთოვანებული ვარ თითოეული ფეხბურთელის მონდომებით, მათ ვარჯიშზე ყოველდღე ვხედავ. გუნდი ორიენტირებულია. ჩვენ არ გვქონია ფანტასტიკური მომენტები, მაგრამ ფეხბურთელები მოტივირებულნი არიან და დიდ ყურადღებას აქცევენ ყოველდღიურად ვარჯიშს. “შახტარის” წინააღმდეგ ეს ჩვენი საუკეთესო თამაში იყო. ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ და ასე უნდა გავაგრძელოთ
ჩვენ ყველა მოგებულ თამაშში კარს დაცვის დამსახურებით კარგად ვიცავთ. ამ გუნდის პრობლემა გოლების გატანა კი არა, გაშვებაა. ამიტომ ვცდილობ ასე ხშირად გავამახვილო ყურადღება ამ ასპექტზე.
“ჩვენ კარგად ვართ მომზადებული და ფეხბურთელები “შახტართან” გამარჯვების შემდეგ კარგ ფიზიკურ ფორმაში იმყოფებიან. ვფიქრობ, კარვახალი და აზარი დაბრუნდებიან. ჩვენ გვაქვს დრო, რომ კლასიკოსთვის მოვემზადოთ როგორც ფიზიკურად, ასევე ტაქტიკურად. ფეხბურთელებმა იციან, რა არის კლასიკო. ჩვენ ამას სრული სიმშვიდით და აბსოლუტური თავდაჯერებულობით შევხვდებით“.
“ჩემთვის გამორჩეული გოლი კლასიკოში? ეს საკმაოდ მარტივია. ბეილის სპრინტი 2014 წლის ფინალში. ეს მართლაც რთული თამაში იყო. ჩვენ კარგად ვითამაშეთ და კრიშტიანუ რონალდუ ტრავმის გამო არ იყო. კარგად უნდა დაგვეცვა თავი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ თქვენ არ უნდა შეგვეტია. შეტევის დროს, უბრალოდ, კარგად უნდა დაიცვა თავი, როცა ბურთი არ გაქვს“. – განაცხადა კარლო ანჩელოტიმ
შეგახსნებთ, რომ ელ კლასიკო 24 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:15-ზე გაიმართება.





