მოსკოვის ცსკას ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია, შესაძლოა ქირურგიულ ჩარევას გადაურჩეს.
რუსულმა კლუბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველ მძიმე ფორვარდს ზენიტთან მიღებული ტრავმის გამო მინიმუმ 2 თვის გამოტოვება მოუწევდა, თუმცა, შედარებით იმედისმომცემი განცხადება გააკეთა კლუბის პრეზიდენტმა ანდრეი ვატუტინმა
“ერთბაშად 3 ქვეყნიდან შევკრიბეთ ექიმები, რომლებიც მხრის სახსრის მკურნალობაზე არიან სპეციალიზირებულნი და თორნიკე მკურნალობის ტაქტიკას სწორედ ისინი განიხილავენ. შესაძლოა, ოპერაცია თავიდან ავირიდოთ და მხოლოდ კონსერვატიული მკურნალობა დაგვჭირდეს”, – თქვა ცსკას პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ შენგელიამ მიმდინარე სეზონში ევროლიგის სამი ტურიდან ორჯერ MVP გახდა. “ზენიტთან” მატჩში თორნიკემ 33 ქულა ჩააგდო, რითაც ევროლიგის პირადი რეკორდი დააფიქსირა, მაგრამ მისთვის ეს დღე უიღბლო აღმოჩნდა და მან სერიოზული ტრავმა მიიღო.




