საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, შოთა არველაძე სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი ჩაკვეტაძეს მიმართავს.
„რთული პერიოდია და თქვენზე ბევრი რამეა დამოკიდებული. უნდა შეძლოთ!“ – წერს ვეტერანი ფეხბურთელი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 9 ოქტომბერს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-6 ტურში „ბათუმი არენაზე“ საბერძნეთთან 0:2 დამარცხდა, მომდევნო მატჩს კი 12 ოქტომბერს, სტუმრად კოსოვოს ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.





