საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა რამოდენიმე წუთის წინ პრესკონფერენცია გამართა. ფრანგმა სპეციალისტმა ჯაბა კანკავაზე ისაუბრა, რომელიც საბერძნეთთან შეხვედრაში ნაკრებში მე-100 მატჩს ჩაატარებს:
“ჯაბასთვის ეს მიღწევა ბევრს ნიშნავს, ის ეროვნულ ნაკრებში მეასე მატჩს ჩაატარებს. იმედი მაქვს, ხვალ ჯაბასთვის და გუნდისთვის დაუვიწყარი შეხვედრა იქნება.” – განაცხადა ვილი სანიოლმა
შეგახსნებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში 9 სექტემბერს საქართველოს ნაკრები საბერძნეთს შინ ბათუმი არენაზე მიიღებს.





