საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა რამოდენიმე წუთის წინ პრესკონფერენცია გამართა. ფრანგმა სპეციალისტმა გიორგი ჩაკვეტაძეზე და ხვიჩა კვარაცახელიაზე ისაუბრა:
“ჯერჯერობით ხვალინდელი შემადგენლობა არ გადამიწყვეტია, ორივე ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენი ნაკრებისთვის და ქვეყნისთვის, მაგრამ მე მწვრთნელი ვარ და ჩემი ვალდებულებაა ვიპოვო ბალანსი საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად.” – განაცხადა სანიოლმა
შეგახსნებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში 9 სექტემბერს საქართველოს ნაკრები საბერძნეთს შინ ბათუმი არენაზე მიიღებს.





