ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს გრან-პრიზე საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენი ტურნირის გამარჯვებული გახდა, ფინალში ტატომ ბრაზილიელი გილერმე შმიდტი ვაზარით დაამარცხა.
ახალგაზრდა სპორტსმენმა ფინალამდე იოლი გზა განვლო. ტატომ პირველ წრეში დაისვენა, 1/8-ში მოლდოველი მეტოქე 11 წამში იპონით დაამარცხა. 1/4-ში ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმმა ბაპტისტ პიერი ეფექტური იპონით დაამარცხა. ნახევარფინალში კი ტატომ ნიდერლანდელი ჰეიმანი მტკივნეული ილეთით დაამარცხა.
22 წლის გრიგალაშვილისთვის მსოფლიოს ძიუდოს ტურზე ეს მეოთხე ოქროს მედალია, აქამდე ტატო დოჰას მასტერსის, ბუდაპეშტის გრან-პრის და დიუსელდორფის გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა.
ხვალ საქართველოს სახელით -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე იასპარეზებს.







