24-26 სექტემბერს ხორვატიის დედაქალაქში ზაგრების გრან-პრი გაიმართება.
ამ გრან-პრიზე მონაწილეობას 36 ქვეყნის 260 ძიუდოისტს შორის ჯუმბერ მელაძე (-73 კგ), ზაურ დვალაშვილი (-81), ტატო გრიგალაშვილი (-81) და ლუკა მაისურაძე (-90) მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე ნაკრების წევრები არიან, ტატომ ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებშიც მიიღო მონაწილეობა. ტატო 81-კილომდე წონით კატეგორიის მსოფლიო ლიდერია. მელაძე 18 წლის სპორტსმენია, დვალაშვილი 19-ის.





