ეროვნული ლიგის 23-ე ტურში „თელავმა“ საკუთარ მოედანზე თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამრცხა.
შეხვედრა არც თუ ისე სანახაობრივი გამოდგა და გუნდებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ბევრი მომენტი ვერ შექმნეს. ერთადერთი გოლი კი 49-ე წუთზე გავიდა. საჯარიმო ნიშნულიდან „დინამოს“ ახალწვეულ მეკარეს, ანდრეს პრიეტოს ლაშა შერგელაშვილმა დაურტყა და გამარჯვების გოლიც გაიტანა. აღნიშნულ ეპიზოდში აღსანიშნავია ესპანელი კიპერის აშკარა შეცდომა. პრიეტოს ბურთის მოგერიება წესით არ უნდა გასჭირვებოდა, თუმცა დარტყმული ბურთი პირდაპირ კარში შეაგდო.
შედეგად, კახა ცხადაძის გუნდმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. თუ ბათუმის „დინამო“ დღეს „საბურთალოს“ დაამარცხებს, თბილისელებსა და ბათუმელებს შორის სხვაობა 5 ქულა გახდება. თავისმხრივ კახელებმა კი მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერეს და გასავარდნ ზონას მინიმუმ 3 ქულით ჩამოშორდნენ. ამასთან, თელავმა თბილისურ კლუბს არსებობის ისტორიაში პირველად მოუგო.





