29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე გერმანიის ქალაქ კალსრუეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის წყვილთა თანრიგის ნახევარფინალში იასპარეზებს.
ეკატერინე გორგოძე და რუმინელი ირინა ბარა ტურნირში მე-4 განთესვით ჩაებნენ და მეოთხედფინალში რუსი ჩოგბურთელები ალიონა ფომინა და ეკატერინა იაშინა 7:5, 6:2 დაამარცხეს.
ნახევარფინალში ქართველი და რუმინელი ჩოგბურთელები ისევ რუსულ წყვილს ეთამაშებიან, ნახევარფინალი 10 სექტემბერსაა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ გორგოძემ ძალები კარლსრუეს ტურნირის ერთეულთა თანრიგშიც სცადა, თუმცა, უნგრელ დალმა გალფისთან დამარცხდა.





