საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სოფიაში გაემგზავრა. ესპანეთთან მარცხის შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდი ბულგარეთთან 8 სექტემბერს ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩისთვის 24 ფეხბურთელით ემზადება. ბოლო ორი მატჩისგან განსხვავებით, ბულგარეთის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში გუნდს ვაკო ყაზაიშვილი ვერ დაეხმარება
7 სექტემბერს, ქართველი ფეხბურთელები სოფიაში კიდევ ერთხელ, მატჩამდე უკანასკნელად ივარჯიშებენ, მანამდე კი ვილი სანიოლი პრესკონფერენციას გამართავს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისთვის მიმდინარე სანაკრებო შეკრება წარუმატებელი გამოდგა და 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კოსოვოსთან და ესპანეთთან წააგო.
ბულგარეთთან ამხანაგური მატჩი 8 სექტემბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება.








