მსოფლიოში ყველაზე ძლიერმა მამაკაცმა და ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ ვარჯიში განაახლა.
ქართველი გოლიათის ვიდეოს ძალოსანთა ნაკრების ექიმი, გიორგი ჭინჭარაული ავრცელებს, წარწერით – „ჩვენ დავიწყეთ! შემდეგი ტურნირი არის მსოფლიო ჩემპიონატი“.
ლაშა ტალახაძეს ბოლო ტურნირი ტოკიოს ოლიმპიადა იყო, სადაც ქართველმა ძალოსანმა ოქროს მედალი მოიპოვა და ოლიმპიური ჩემპიონობა მეორედ იზეიმა.





