18 წლის ფრანგი ფეხბურთელი ედუარდო კამავინგა “რენიდან” კარიერას მადრიდის “რეალში” გააგრძელებს. ინფორმაცია მადრიდულმა კლუბმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
სამეფო კლუბმა ფეხბურთელი 31 მილიონ ევროდ შეიძინა, ახალგაზრდა შეუახაზელმა კარლო ანჩელოტის გუნდთან კონტრაქტს ხელი 2027 წლამდე მოაწერა.
კამავინგა რენის აღზრდილია, ფრანგული კლუბის მაისურით 88 ჩატარებულ მატჩში ახალგაზრდა ნახევარმცველმა 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.
Comunicado Oficial: Camavinga.#RealMadrid | #WelcomeCamavinga
— Real Madrid C.F. (@realmadrid) August 31, 2021





