უკრაინის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ოლეკსანდრ პეტრაკოვი დაინიშნა, რომელიც აქამდე უკრაინის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებს ავარჯიშებდა.
პეტრაკოვის გაწვრთნილ ასაკობრივ ნაკრებში იყო გიორგი წიტაიშვილიც, რომელმაც 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გოლიც გაიტანა. როგორც იცით, გიორგიმ უკრაინის ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა და ახლა უკვე საქართველოს ნაკრებშიც არის გამოძახებული.
ოლეკსანდრ პეტრაკოვმა წიტაიშვილის არჩევანზე ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა:
„ყოველთვის პირდაპირი ადამიანი ვარ და შემიძლია გითხრათ ყველაფერი. ერთხელ ლობანოვსკის ტურნირზე ვთამაშობდით, სადაც ჩვენი გუნდი სხვა გუნდებთან შედარებით რამდენიმე წლით უმცროსი იყო. გადავწყვიტე ტურნირზე წიტაიშვილი წამეყვან, მაგრამ ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან საქართველოს ნაკრებში ითამაშებდა. მან მიპასუხა, რომ ეს არ მოხდებოდა.
დრო გავიდა და გიომ თავისი არჩევანი გააკეთა. ჩემს თანაშემწეებს შეუძლიათ დაადასტურონ ამ ამბის სიმართლე. მან გააკეთა არჩევანი, აირჩია საკუთარ გზა, ეს მისი უფლებაა, ის ქართველია და არ ვგმობ მის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა პეტრაკოვმა
შეგახსენებთ, რომ ამჟამად გიორგი წიტაიშვილი ოდესის „ჩერნომორეცის“ თამაშობს.








