ქართულ წყალბურთს უდიდესი ტრადიციები აქვს. ქართველი წყალბურთელებიც არასოდეს ყოფილან ხელწამოსაკრავები, მაგრამ დღეს სხვა რეალობაა. არა, სუსტები არ ახლა ვართ, რაზეც სანაკრებო წარმატებებიც მეტყველებს. ის, რომ ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე სისტემატიურად თამაშობს და არც იქ ირცხვენს თავს ძალზედ სასიხარულო ფაქტია.
საკლუბო დონე კი სანაკრებოსგან რადიკალურად განსხვავდება. თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე უკვე ზედიზედ მეორე წელია ასპარეზობს, რაც შესანიშნავი ამბავია. ამ ეტაპზე ეს უდიდესი მიღწევაა და იმასაც შეგუებულნი ვართ, რომ ჯგუფიდან გასვლა უტოპიაა.
სასტარტო მატჩში, „დინამომ“ იტალიურ ბრეშასთან წააგო, მეორე ტურში კი მრისხანე „ბარსელონეტა“ ელოდა. ესპანური გრანდი 2013 წელს ამ ტურნირის ჩემპიონიც კი გახდა და ზოგადად საკლუბო დონეზე ყველაფერი მოგებული აქვს. ამიტომაც, მიმდინარე სეზონშიც ტურნირის უმთავრეს ფავორიტად ითვლება და მასთან მოგება იმთავითვე არარეალურად მოჩანდა. ასეთ დაპირისპირებებში მოდის გამოცდილება და იმედია „დინამოს“ წყალბურთელებს მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის გათამაშება პროფესიონალურად გაზრდის.
უშუალოდ მატჩზე კი ბევრი არაფერია სათქმელი. „ბარსელონეტამ“ სოლიდური სხვაობით – 17:5 იმარჯვა. მომდევნო მატჩს, „დინამო“ 17 დეკემბერს მონტენეგროულ „იადრანთან“ გამართავს.





