34 წლის ესპანელი ფეხბურთელი პედრო გონსალესი „რომადან“ კარიერას „ლაციოში“ გააგრძელებს. ინფორმაციას რომაული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ვეტერანი ფეხბურთელი მაურიციო სარის გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა. ესპანელი ფორვარდი ახალ გუნდში 9 ნომრიან მაისურს მოირგებს.
პედროს სხვადასხვა დროს კატალონიის “ბარსელონაში” და “ჩელსიში” უთამაშია. გამოცდილმა თავდამსხმელმა გასულ სეზონში 27 ჩატარებულ მატჩი 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
👀 Introducing our new number 9️⃣#CMonEagles 🦅 pic.twitter.com/xVUyxVqZvJ
— S.S.Lazio (@OfficialSSLazio) August 19, 2021





