ცნობილმა ვებგვერდმა Transfermarkt იმ ახალგაზრდა ტალანტების სია გამოაქვეყნა, რომელთაც ევროპის TOP 5 ჩემპიონატების მიღმა ყველაზე მეტად უნდა დავაკვირდეთ.
“დააკვირდით ამ ტალანტებს და ჩაინიშნეთ კიდეც. რომელი მათგანისთვის გახდება ეს სეზონი გარღვევის ეტაპი?”, – წერს ათეულის შესახებ აღნიშნული ვებ-გვერდი, რომელსაც სათავეში ყაზანის “რუბინის” ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია უდგას.
Transfermarkt კვარაცხელიას 18 მილიონ ევროდ აფასებს და პირველ ადგილზეც სწორედ ამიტომ ჰყავს გამწესებული.
ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის “რუბინში” 2019 წლის ზაფხულიდან გამოდის და კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ყაზანური კლუბის მაისურით 51 მატჩში ითამაშა, გაიტანა 7 გოლი და მითვალა 13 საგოლე პასი. ბოლო პერიოდია, მის სახელს არაერთ ევროპულ გრანდს უკავშირებენ, თუმცა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 2 კვირით ადრე, კვარაცხელია ისევ “რუბინის” ფეხბურთელია.








