NBA-ს საზაფხულო ლიგაში სანდრო მამუკელაშვილის „მილოუკ ბაქსმა“ მორიგი შეხვედრა ჩაატარა და „ვაშინგტონ ვიზარდსთან“ 10 ქულის სხვაობით, 83:93 დამარცხდა.
წაგების მიუხედავად, ქართველი გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანი ქართველი კალათბურთელის თამაში იყო და სანდრომ ქომაგებს იმედები ამჯერადაც არ გაუცრუა. ჩვენებურმა „ვიზარდსთან“ თამაში სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო და მოედანზე 27 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში მამუკელაშვილმა 11 ქულა, 10 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა მოაგროვა.
„მილოუკი“ NBA-ს საზაფხულო ლიგის დასკვნით შეხვედრას 16 აგვისტოს, გამთენიისას „დენვერ ნაგეთსის“ წინააღმდეგ გამართავს.





