ლა ლიგაში წარმატებული დებიუტის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილი ესპანური და არამხოლოდ ესპანური ფეხბურთის გულშემატკივრების ყურადღების ცენტრშია მოქცეული.
ქართველმა მეკარემ, „ვალენსიას“ შემადგენლობაში თავი საუცხოოდ წარმოაჩინა და „ხეტაფესთან“ მინიმალური სხვაობით მოგებულ შეხვედრაში შეიძლება ითქვას, რომ ლომის წვლილი დაიდო.
ბრწყინვალე დებიუტის შემდეგ, გიორგის მიმართ გულშემატკივრების ყურადღებამაც იმატა და თუ მის Instagram-გვედზე თამაშამდე გამომწერების რაოდენობა 8 765 იყო, შეხვედრის დასრულების შემდეგ გამომწერთა რაოდენობამ თითქმის 10 ათასით მოიმატა და 17 100 გახდა.







