გუშინ, ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 2021/22 წლების სეზონი „ვალენსიასა“ და „ხეტაფეს“ მატჩმა გახსნა.
ქართველი გულშემატკივრებისთვის სასიხარულოდ, „ღამურების“ შემადგენლობაში წარმატებული დებიუტი ჰქონდა გიორგი მამარდაშვილს. 20 წლის მეკარემ მთელი შეხვედრის განმავლობაში კარი მშრალად შეინახა და რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდიც გვაჩუქა, მათ შორის თამაშის მიწურულს, როდესაც საოცარი ბურთი მოიგერია საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ „ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ბორდალასმა ქართველ მეკარეზე მცირე კომენტარი გააკეთა:
„მისი თამაშით გაკვირვებული არ ვართ, რადგან ვნახეთ, როგორ მუშაობს. ახალგაზრდაა, მაგრამ ძალიან კარგი ბიჭია. უნდა მივულოცოთ მას, როგორც დანარჩენებს. მოგებაში გიორგის მიერ შეტანილი წვლილი დიდი იყო. ის ჯერ კიდევ ვერ საუბრობს ესპანურ ენაზე, მაგრამ უკვე აჩვენა განვითარების უზარმაზარი უნარი“, – განაცხადა ბორდალასმა
ცნობისთვის, გიორგი მამარდაშვილის კლუბი შემდეგ მატჩს 21 ივნისს, გრანადას წინააღმდეგ გამართავს.





