ტოკიოს 32-ე ოლიმპიურ თამაშებზე გენო პეტრიაშვილმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 125 კგ წონით კატეგორიაში ნახევარფინალურ შეხვედრაში ირანელი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ვერცხლის მედალი გაინაღდა.
27 წლის გორელმა ფალავანმა განაღდებული მედლით ისტორიული შედეგი დააფიქსირა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქართულ დელეგაციას ოლიმპიურ თამაშებზე 8 მედალი არასდროს მოუპოვებია.
აქამდე ამ შედეგთან ყველაზე ახლოს 2008 და 2016 წელს ვიყავით, როდესაც ქართულმა დელეგაციამ 7 მედალი მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი სპორტსმენი ოქროს მედლისთვის ხვალ, ამერიკელი გეიბლ სტივსონის წინააღმდეგ იჭიდავებს.





