საქართველოს ძალოსნობის ნაკრების ექიმმა გიორგი ჭინჭარაულმა ქართველი ძალოსნების წარმატებული გამოსვლის შემდეგ, თავის სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა:
„დღემშვიდობის საქართველო
მოგეხსენებათ დავასრულეთ ძალოსნებმა ოლიმპიადა და ვბრუნდებით დღეს საქართველოსკენ.
ვხედავთ, ვგრძნობთ, ყველა თქვენთაგანის გვერდში დგომას და ქომაგობას. მივიღე უამრავიი მოლოცვა, რაზეც ლაშაც და მეც გიხდით უდიდეს მადლობას.
ახლა მთავარი!
ბევრი მეკითხება ჩამოსვლის დროს.
ბევრმა გამოთქვა დახვედრის სურვილი.
გპასუხობთ : ქვეყანაში გამძაფრებული ეპიდ სიტუაციის გამო, ჩემს მეგობრებს და ნათესავებს მოგმართავთ თხოვნით, დარჩით სახლში და ნუ მოხვალთ აეროპორტში! ვიცი რომ გიხარიათ, ვიცი რომ გინდათ ლაშასთან ფოტოები, გინდათ პირადად მიულოცოთ, მაგრამ ჩემი და თქვენ წარმოიდგინეთ, ლაშას აზრიც ასეთია, სხვა დროს, სხვა შეჯიბრის შემდეგ…
დღეს არ გვეწყინება!
პირიქით! მოხარულები ვიქნებით თუ გაუფრთხილდებით ერთმანეთის ჯანმრთელობას !
მადლობა გულშემატკივრობისათვის.”-განაცხადა ჭინჭარაულმა.





