იტალიის ნაკრების 36 წლის ფეხბურთელმა ჯორჯო კიელინიმ ტურინის “იუვენტუსთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. მხარეებს შორის ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.
ვეტერანი ფეხბურთელი “ბებერ ქალბატონს” 2005 წელს შეუერთდა და ამ გუნდის ღირსება 535-ჯერ დაიცვა. ჯორჯომ “ბიანკონერისთან” ერთად 9 სერია ა, 5 კოპა იტალია და 5 იტალიის სუპერ თასი მოიგო.
Ora e ancora. Giorgio con noi. #Chiellini2023 ❤️https://t.co/vuQqsa1aw6 pic.twitter.com/gpZ8MWUBp2
— JuventusFC (@juventusfc) August 3, 2021





