“დინამო” ბათუმმა ბელარუსში ძალიან მაგრად ითამაშა, “ბატე” სტუმრად 4:1 დაამარცხა და ევროტურნირებზე ასპარეზობას აგრძელებს.
გია გეგუჩაძის გუნდმა ბორისოვოს “ბატესთან” შესანიშნავი ქამბექი შემოგვთავაზა და ბათუმში წაგებული (0:1) მატჩის მიუხედავად, მომდევნო ეტაპზე გასვლა მოახერხა, სადაც თურქულ “სივასპორს” შეხვდება.
ბათუმელებმა UEFA-სგან “ბატესთან” მატჩამდე 350 000 ათასი ევრო, დღეს კი, ბელარუსული ბარიერის დაძლევის შემდეგ, დამატებით 550 ათასი ევრო მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ევროტურნირებზე “დინამო” ბათუმმა მილიონ ევროზე მეტი გამოიმუშავა, რაც, დაახლოებით, 3 მილიონ 600 ათასი ლარია.





