ტოკიო 2020-ის კრივის ტურნირზე 69 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ესკერხან მადიევი 1/4 ფინალშია.
ქართველმა სპორტსმენმა უგანდელ მეტოქესთან, შადირი ბვოგისთან უპირატესობა პირველივე რაუნდში მოიპოვა და საბოლოოდ 3:1 გაიმარჯვა.
ესკერხანის მეოთხედფინალური ბრძოლა 30 ივლისს გაიმართება.





