Tuttosport-მა GOLDEN BOY 2021-ის 105 კანდიდატიდან 80 დატოვა, მათ შორის არის 20 წლის ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია. იტალიურმა სპორტულმა გაზეთმა პრიზის მაძიებელთა პირველი გაცხრილვა განახორციელა.
ერთთვიანი გამოკითხვის შემდეგ პირველ ადგილზე გავიდა 20 წლის თურქი გოლკიპერი ერსინ დესტანოღლუ (ბეშიქთაში). მან 88 ათასი ხმა მიიღო, რაც 38%-ია. მეორე ადგილზე გავიდა ხვიჩა კვარაცხელია – 22.5%.Tuttosport მიიჩნევს, რომ სამივე პოზიციაზე მოულოდნელი კანდიდატები არიან. ისინი ისეთ კანდიდატებს უსწრებენ, როგორიც პედრი, საკა, ბელინგემი და მუსიალა არიან, თუმცა გამოცემა მიიჩნევს, რომ ყველაფერი დარეგულირდება, როცა გამოკითხვაში მსოფლიოს 40 ჟურნალისტი ჩაებმება.
ფანების გამოკითხვის პირველი ეტაპი განულებულია, გამოკითხვა თავიდან იწყება და ახლა მასში 80 ფეხბურთელი მონაწილეობს. გამოკითხვა ზუსტად ერთ თვეს გაგრძელდება.





