არგენტინის ნაკრების კაპიტანი, ლეო მესი, კოპა ამერიკის მოგებისა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელების შემდეგ, საფეხბურთო კარიერაში რიგით მე-7 “ოქროს ბურთის” მოგებასთან ახლოსაა.
France Football-ის მიხედვით, რომელიც სწორედ ზემოხსენებულ ჯილდოს გასცემს, ლიონელი უპრესტიჟულესი ინდივიდუალური პრიზის მოგების მთავარი ფავორიტია.
გარდა სანაკრებო მიღწევისა, ლეოს საკლუბო დონეზეც ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა. მის ანგარიშზე 47 მატჩი, 38 გოლი და 14 ასისტია.
ლეო მესიმ ოქროს ბურთი 2009, 2010, 2011, 2012, 2015 და 2019 წლებში მოიგო, რაც აბსოლუტური რეკორდია.








