კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში ბათუმის “დინამო” სან მარინოს “ტრე პენეს” დაუპირისპირდება.
მატჩის დაწყებამდე ბათუმის “დინამოს” შემადგენლობა ასეთია:
კუპატაძე, ჩაბრაძე, მარგველაშვილი, კობახიძე, აზაროვი, მამუჩაშვილი, ტეიდი, ალთუნაშვილი, ჯიღაური, ფანცულაია, ფლამარიონი.
მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს აჭარის ტელევიზია შემოგვთავაზებს.





