საბურთალოს” ერთ-ერთი ლიდერი და გუნდის კაპიტანი გიორგი კოხრეიძე, ფრანგულ “გრენობლში” ითამაშებს. ფეხბურთელი ხუთშაბათს გაემგზავრა ევროპაში და ახალ კლუბთან ხელშეკრულებას უკვე მოაწერა ხელი. “გრენობლმა” გიორგი ოფიციალურად უკვე წარადგინა და მხარეებს შორის 3 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
ფრანგული კლუბი ამ დროისთვის ლიგა-2-ში თამაშობს. “გრენობლს” წლეულს ლიგა-1-ში აღზევება სურდა, თუმცა მიზნამდე სულ ცოტა დააკლდა.
გიორგი კოხრეიძემ “საბურთალოს” შემადგენლობაში 163 მატჩი ჩაატარა და 39 გოლი გაიტანა.



