რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თელავში ნიდერლანდების ნაკრები მიიღეს და სანახაობრივ მატჩში 48:15 გაიმარჯვეს.
მთელი შეხვედრის განმავლობაში ბორჯღალოსნები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და შედეგიც ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს.
ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი ნახევარი 15:8 მოიგო. ბორჯღალოსნებმა მეტოქის ნახევარზე სამი ლელო დადეს. თავი დავით ნინაშვილმა, აკა ტაბუცაძემ და ვასკა ლობჟანიძემ გამოიჩინეს.
თამაშის სცენარი არც მეორე ტაიმში შეცვლილა. ქართველმა მორაგბეებმა ნიდერლანდელებს მეორე ნახევრის განახლების შემდეგ 5 ლელო დაუდეს. განსაკუთრებულად გამორჩეული დავით ნინიაშვილი იყო, რომელმაც ორი ბრწყინვალე სოლო-რეიდით ორჯერ მოახერხა მეტოქის დალელოვება, თითო-თითო ლელო კი აკა ტაბუცაძიც, გიორგი ჯავახიას და გიორგი გოგიჩაშვილის ანგარიშზეა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის საჩემპიონო თასიც ჩაიბარეს.





