ეროვნულ ლიგაში მეორე წრე დასრულდა. 18 ტურის შემდეგ, საქართველოს ჩემპიონატში ორხელუსფლებიანობაა. 38-38 ქულით სატურნირო ცხრილს ბათუმისა და თბილისის “დინამოები” ლიდერობენ. ბოლო ადგილზე კი, 10 ქულით გიორგი ცეცაძის “სამტრედიაა”.
დღეს ეროვნული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ეროვნული ლიგის მეორე წრის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა. საუკეთეს 11-ეულში ყველაზე მეტი 4 ფეხბურთელი ბათუმის “დინამოს” ჰყავს.
ეროვნული ლიგის მეორე წრის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:
ლაზარე კუპატაძე (დინამო ბათუმი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), ლუკა ქაფიანიძე (ტორპედო ქუთაისი), დავით კობოური (დინამო თბილისი), გიორგი ლაცაბიძე (საბურთალო), ბენჟამინ ტეიდი (დინამო ბათუმი), დმიტრი მანდრიჩენკო (საბურთალო), ულად ომარ იმრანი (ლოკომოტივი), სერგო კუხიანიძე (სამგურალი), გიორგი ფანცულაია (დინამო ბათუმი), ზორან მარუშიჩი (დინამო თბილისი).





