თბილისის „ლოკომოტივი“ საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანს, გურამ კაშიას დაემშვიდობა. კლუბმა გამოსამშვიდობებელი წერილი საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა და ფეხბურთელს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
„17 მატჩი, 4 გოლი, 1 საგოლე პასი და ის, რასაც ციფრები და სიტყვები ვერ გამოხატავს. ტორპედოსთან მატჩის შემდეგ, გურამ კაშია ლოკომოტივს დაემშვიდობა. გმადლობ, კაშო! წარმატებები!“ – წერია განცხადებაში.
33 წლის ფეხბურთელმა „ლოკომოტივის“ დატოვების გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით გურამ კაშია კარიერას ბრატისლავას „სლოვანში“ გააგრძელებს, რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი წვრთნის.
კაშია თბილისურ კლუბს მიმდინარე წლის ზამთარში შეუერთდა და გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდში 14 შეხვედრა ჩაატარა (4 გოლი).





