ტურინის „იუვენტუსმა“ მადრიდის „ატელტიკოსთან“ ალვარო მორატას იჯარა კიდევ 1 წლით გაახანგრძლივა. ინფორმაცია გავლენიანმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ გაავრცელა:
„იუვენტუსმა“ მადრიდის „ატლეტიკოს“ ალვარო მორატას იჯარის 2022 წლის ივნისამდე გასახანგრძლივებლად 10 მილიონი ევრო გადაუხადა.
„ბიანკონერიმ“ მადრიდულ კლუბს გასულ წელს მორატას იჯარისთვის 10 მილიონი ევრო უკვე გადაუხადა, შესაბამისად 2-წლიანი იჯარის საერთო ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს. იტალიურ გუნდს „ატლეტიკოდან“ ალვარო მორატას შეძენა +10 მილიონად 2022/2023 წლების სეზონში შეეძლება“, – აცხადებს რომანო
ცნობისთვის, ესპანელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში „იუვენტუსის“ მაისურით ყველა ტურნირზე 44 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა. ესპანელი ფეხბურთელი „იუვენტუსის“ ღირსებას 2014-2016 წლებშიც იცავდა.





