დენვერ ნაგეთსის სუპერვარსკვლავი ცენტრი ნიკოლა იოკიჩი NBA-ს რეგულარული სეზონის MVP გახდა.
The 2020-21 #KiaMVP is… Nikola Jokic! #NBAAwards #ThatsGame pic.twitter.com/G8NsqIA7vQ
— NBA (@NBA) June 8, 2021
სერბი საშუალოდ თამაშში 26,4 ქულას, 10,8 მოხსნას, 8,3 პასს, 1,3 ჩაჭრას და 0,7 ბლოკს ასრულებდა, მან რეგულარულის ყველა, 72 მატჩი ითამაშა.
ის დენვერს დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე გასვლაში დაეხმარა, თანაც იყო პერიოდები, როცა გუნდს ძალიან უჭირდა და ერთადერთი „ნათელი წერტილი“ სწორედ ნიკოლა იყო.
იოკიჩი ნაგეტსის მიერ 2014 წლის დრაფტზე 41-ე ნომრად იქნა შერჩეული და ნაგეთსის ისტორიაში პირველია, ვინც ეს ჯილდო მოიგო. აღსანიშნავია ისიც, რომ ასე „ქვემოთ“ არჩეული მოთამაშე MVP არასოდეს გამხდარა.
მეორე და მესამე ფილადელფია სიქსერსის კამერუნელი ცენტრი ჯოელ ემბიდი და გოლდენ სტეიტ უორიორსის 2 გზის MVP გამთამაშებელი სტეფ კარი გავიდნენ.





