საქართველოს ნაკრებთან შეხვედრის წინ ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ დე ბურმა მატჩისწინა ოფიციალური პრესკონფერენცია გამართა:
„შოტლანდიის წინააღმდეგ საკმარისი ზეწოლა ვერ მოვახდინეთ, სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს. ორთაბრძოლებში უფრო აქტიურები უნდა ვიყოთ, ამის გარეშე წარმატებას ვერ მივაღწევთ.
რაც შეეხება საქართველოსთან თამაშს, მოედანზე 5-3-2 წყობით გავალთ. ეს ტაქტიკა დამუშავების პროცესშია და დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ეს გვჭირდება. სავარაუდოდ, ამავე წყობით ვითამაშებთ ევროპის ჩემპიონატზეც.
ვეცდებით, რომ აქცენტი სისწრაფეებზე და სიღრმიდან თამაშზე გავაკეთოთ, მაგრამ საქართველოს ვიცნობ, ისინი რა თქმა უნდა არ დანებდებიან და ბოლომდე იბრძოლებენ.
როგორც გითხარით, 5-3-2-ით ვითამაშებთ, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში 4-3-3-ზეც შეგვიძლია გადასვლა, როგორც ვან გაალმა გააკეთა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ უპირატესობას 5-3-2-ს ვანიჭებ. არ დაგავიწყდეთ, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც ამ წყობით თამაშობდა“, – განაცხადა ფრანკ დე ბურმა.
შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდებისა და საქართველოს ნაკრებებს შორის ამხანაგური შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.





