საქართველოს ნაკრების შემტევი, გიორგი ქვილითაია კარიერას კვიპროსულ „აპოელში“ გააგრძელებს. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.
27 წლის ფეხბურთლმა „აპოელთან“ კონტრაქტი 2024 წლის მაისამდე გააფორმა.
View this post on Instagram
ქვილითაიას ახალი კლუბი კვიპროსის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია, თუმცა ბოლო სეზონში ქვეყნის ჩემპიონატში მე-8 ადგილი დაიკავეს. გიორგი ბოლოს ასევე კვიპროსში, ფამაგუსტას „ანორთოსისის“ შემადგენლობაში გამოდიოდა, რომლის მთავარი მწვრთნელიც თემურ ქეცბაია იყო.
2020/21 წლის სეზონში 27 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 32 შეხვედრა ითამაშა და 15 გოლი გაიტანა.





