ბოსტონის სელტიკსის აღმასრულებელი დირექტორი დენი ეინჯი, კალათბურთის ოპერაციების გუნდის პრეზიდენტის თანამდებობას დატოვებს, მის ადგილს კი „კელტების“ მთავარი მწვრთნელი ბრედ სტივენსი დაიკავებს.
Danny Ainge announced today that he is retiring from his role as President of Basketball Operations. Brad Stevens has been promoted to the team’s President of Basketball Operations.https://t.co/XfGfMVkMkq
— Boston Celtics (@celtics) June 2, 2021
ეინჯი ერთადერთი ადამიანია, ვინც სელტიკსთან ერთად NBA ჩემპიონობა როგორც მოთამაშის, ასევე გენერალური მენეჯერის ამპლუაში იზეიმა – ის გუნდს 2003 წლიდან ხელმძღვანელობდა.
62 წლის ფუნქციონერის ხელმძღვანელობით მასაჩუსეტსელები NBA-ს ტიტულს 2008 წელს დაეუფლნენ, რამაც მას NBA-ის წლის საუკეთესო აღმასრულებელი დირექტორის ჯილდო მოუტანა.
ეინჯმა, რომელმაც სელტიკსის მოთამაშეობისას NBA-ს ტიტული 1984 და 1986 წლებში მოიგო, თქვა, რომ მთავარი მწვრთნელის ბრედ სტივენსის ახალ თანამდებობაზე დასაწინაურებლად შესაფერისი დრო იყო.





