სოხუმში UFC-ის ყოფილი ჩემპიონის, ხაბიბ ნურმაგომედოვის მასტერკლასი აღარ ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაცია აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ გერგედავამ გაავრცელა.
ღონისძიების ჩაშლის ოფიციალურ მიზეზად შესაძლო შეზღუდვები სახელდება, რომელიც ხაბიბს აშშ-ში ელოდება. ამის გარდა, სანქციები UFC-ის ყოფილ მებრძოლს საქართველოშიც ელოდებოდა.

ხაბიბ ნურმაგომედოვის ვიზიტი გაუქმდა, ვინაიდან მას აშშ-დან და საქართველოდან სანქციები ემუქრებოდა, რაც მას სამომავლოდ მნიშვნელოვნად შეუშლიდა ხელს“, – წერია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სოხუმში ხაბიბის მასტერკლასი 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით უნდა გამართულიყო.





