„რუსთავი“ საქართველოს საკალათბურთო ლიგის გამარჯვებული გახდა. ანატოლი ბოისას გუნდმა ფინალურ სერიაში „ცხუმ-აფხაზეთი“ დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხეს და არსებობის განმავლობაში ჩემპიონობა მეხუთედ იზეიმეს.
ფინალური სერიის მესამე მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დღეს გაიმართა და რუსთაველებმა მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 94:88 დაამარცხეს.
დღევანდელ მატჩი საუკეთესო „რუსთავის“ კალათბურთელი, მალიკ უაითი იყო, რომელმაც 30 ქულა, 3 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.








