ინტერმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, გუნდის მთავარ მწვრთნელ მწვრთნელ ანტონიო კონტესთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ გამოაცხადა.
„კლუბი ანტონიოს გამორჩეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის, რომლის კულმინაცია ინტერთან ერთად მე-19 სკუდეტოს მოგება გამოდგა. ანტონიო კონტე სამუდამოდ დარჩება ჩვენი კლუბის ისტორიის ნაწილად”, – ნათქვამია „ნერაძურის“ განცხადებაში.
🚨 | COMUNICATO
Comunicato ufficiale di FC Internazionale Milano 👇 https://t.co/YzFQWhPqdZ
— Inter 🏆🇮🇹 (@Inter) May 26, 2021
მანამდე ცნობილი გახდა, რომ 51 წლის სპეციალისტი ხელშეკრულების შეწყვეტისთვის კომპენსაციის სახით 7 მილიონ ევროს მიიღებს.
კონტე ინტერს 2019 წლიდან წვრთნიდა. მისი მილანურ კლუბში მუშაობის მეორე სეზონში, მწვრთნელმა 2010 წლის შემდეგ პირველი სკუდეტო მოაგებინა.





