NBA-ს ხელმძღვანელობა აპირებს დანერგოს სისტემა, რომელიც COVID-19-ზე მოთამაშეთა ყოველდღიურ ტესტირებას მოიცავს, ხოლო მისი პასუხები 30-90 წუთში იქნება ცნობილი.
შედეგი იმაზე იქნება დამოკიდებული, გუნდი სახლში თამაშობს თუ სტუმრად. შინ ყოფნის დროს კლუბები შედეგებს 30 წუთში მიიღებენ, გამგზავრებისას – 90 წუთში.
თუ ტესტის პირველი პასუხი უარყოფითია, მაშინ 30 წუთის შემდეგ მეორე ტესტი ჩატარდება. ლოდინის დროს მოთამაშეს საშუალება ექნება მონაწილეობა მიიღოს გუნდის საქმიანობაში.
აღსანიშნავია, რომ ლიგაში 2 დეკემბრიდან COVID-19-ზე 8 დადებითი ტესტია გამოვლენილი, სულ კი შემოწმება 541 კალათბურთელმა გაიარა.





