რუსეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ფლეი-ოფის ნახევარფინალში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ „ზენიტს“ მეორე შეხვედრა მოუგო. სერიის მესამე მატჩში მოსკოველებმა მეტოქე 14 ქულის სხვაობით, 96:82 დაამარცხეს.
თოკომ მოედანზე 24 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 9 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააფიქსირა.
ცსკა-დან საუკეთესო 24 ქულით კლაიბერნი იყო, სერიაში ანგარიში კი 2:1 გახდა. გუნდებს შორის მომდევნო შეხვედრა 24 მაისს გაიმართება.




